მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი "ტურისტული ემბარგოთი" დაზარალებულ ბიზნესს ბანკებთან შუამდგომლობას ჰპირდება

5d1492cc42e3d
ელენე გოგბერაშვილი
27.06.19 13:53
1068
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ წუთებში პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის მოხსენებით გამოდის. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტს დეპუტატებმა დაუსვეს, ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია დაეხმაროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი იმ ტურისტულ ბიზნესს, რომელსაც საბანკო ვალდებულებები აქვს და ე.წ ტურისტული ემბარგოს შედეგად დაზარალდნენ, რაზეც რუსი ტურისტების მხრიდან გაუქმებული ჯავშნები მეტყველებს.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ რესტრუქტურიზაციის საშუალებით ბანკები ასეთ ბიზნესებს დაეხმარნონ.

„როდესაც ხდება შეფასება სესხების გაცემისას, იქ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ბიზნესგეგმა, რომელიც მეწარმეს აქვს. მაგრამ ისეთ სიტუაციაში, რაც ახლა გვაქვს, თავად მოვუწოდებთ კომერციულ ბანკებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა და როცა შესაძლებელია სესხების რესტრუქტურიზაცია, მაქსიმალური დახმარება მოხდეს კლიენტებისათვის, რათა ადვილად მოხდეს იმ საგარეო შოკის გადატანა, რომელიც ახლა გვაქვს.

ასეთი გამოცდილება საბანკო სისტემას აქვს და ეს უკვე განხორცოედა 2014-2015-2016 წლებში და მაქსიმუმს გააკეთებენ კომერციული ბანკები. ბანკებში მოსახლეობის დეპოზიტებიც ინახება და ბანკმა უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ მათი შემოსავალი არ შემცირდეს და საკმარისი იყოს იმისათვის, რომ მოახერხოს ამ დეპოზიტების გასტუმრება. მაქსიმალური გაკეთდება იმისათვის, რომ რესტრუქტურიზაციის საშუალებით, შეძლონ ამ კომპანიებმა ამ პერიოდის გადატანა“-აცხადებს კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები