მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ: "იანვარში ფასების საგრძნობი მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით არის გამოწვეული"

58b67c45a50eb
BM.GE
01.03.17 12:10
1222
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა.

როგორც ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, იანვარში წინა თვესთან შედარებით ფასების საგრძნობი მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით არის გამოწვეული.

"თვის 2.9 პროცენტიანი ინფლაციიდან 1.3 პროცენტული პუნქტი ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის. საანგარიშო თვეში, სურსათის ჯგუფში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით" შემავალი პროდუქტების ქვეჯგუფში. ამ ქვეჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 22.4 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 8.9 პროცენტით გაიზარდა ფასები "ხილი და ყურძენის" ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე, ხოლო „რძე, ყველი და კვერცხი" და "ზეთი და ცხიმზე" ფასებმა 3.1 პროცენტით მოიმატა. საბაზო ინფლაციის, ანუ სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ 2.8 პროცენტი შეადგინა",- ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები