საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ბურკიაშვილი ინიშნება. აღნიშნული პოზიცია უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია. სებ-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა,სამუშაოდ მიმდინარე წელს სს “საქართველოს ბანკში” გადავიდა.
BMG-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ეროვნული ბანკის CEO საზოგადოება “2030”-ის ყოფილი ანალიტიკოსი ვახტანგ ბურკიაშვილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოდან ეროვნულ ბანკს ასევე დატოვებს მისი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია. BMG-სთან საუბარში კიკორიამ თავი შეიკავა საუბრისგან თუ სად გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.

























