მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის დაგეგმილი რეგულაციები სამევახშეო ინსიტუტს გააძლიერებს"

5ae330dd11078
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.18 18:10
950
4 Finance-ის, Vivus.ge-ს გენერალური დირექტორის ლაშა ბზარაშვილის შეფასებით, სებ-ის დაგეგმილი რეგულაციები სამევახშეო ინსიტუტს გააძლიერებს. ასე ეხმაურება ბიზნესმენი ეროვნული ბანკის მიერ მომამზდებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი/სალონის ხელოსანი, გზავნილები.

"ეს ცვლილებები გააძლიერებს სამევახშეო ინსტიტუტს. ეს პროცესები გადავა არაფორმალურ სექტორში. თუ მომხმარებელს საჭიროება უდგას, რომ მიიღოს სესხი და თუ ამას ვერ გააკეთებს საბანკო-არასაბანკო სექტორში, ის აუცილებლად მიმართავს მევახშეს, სადაც გაცილებით ძვრად აიღებს სესხს, ვიდრე საბანკო ან არასაბანკო სექტორში. ჩვენ ვაფრთხილებთ ეროვნულ ბანკს, რომ ეს გამოიწვევს ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას, რაც არის სერიოზული პრობლემა სახელმწიფოსთვის",- აცხადებს ბზარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები