მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის სესხების ზრდის დონის თანდათანობით შემცირებას - Fitch Ratings

Fitch Ratings
13.01.24 18:20
362

საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია აქტივების მძლავრი ხარისხით, მაღალი მომგებიანობითა და მაღალი კაპიტალიზაციით, – საქართველელოს ევროვნული ბანკის ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა.

"„საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, აქტივების მძლავრი ხარისხით (NPL-ის კოეფიციენტი მე-3 კვარტალში 1.6%), მაღალი მომგებიანობით (მე-3 კვარტალში: ანაზღაურება კაპიტალზე 27%) და მაღალი კაპიტალიზაციით (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 22.4% 2023 წლის მე-3 კვარტალში)“, - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ კვლავ შედარებით მაღალი რჩება დეპოზიტებისა და დაკრედიტების დოლარიზაცია საქართველოში, თუმცა სებ-ის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის სესხების ზრდის დონის თანდათანობით შემცირებას.
„თუმცა ამის მიღწევას დრო დასჭირდება“, - ნათქვამია Fitch Ratings-ს ანგარიშში.

Fitch Ratings-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას. საუბარია ძლიერ მმართველობაზე, მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე, სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოზე, ძლიერ საბანკო სექტორზე და სხვა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებსმ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას", - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშის შესახებ საქართველელოს ევროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები