გამყარებული დოლარის წინააღმდეგ თავდაცვის საშუალებად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის მცურავ გაცვლით კურსს და მყარ საბანკო სისტემას ასახელებს. ასე უპასუხა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რა აქვს საქართველოს მყარი დოლარის წინააღმდეგ საბრძოლველად მცურავი გაცვლითი კურსის გარდა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
"აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია უკვე ფაქტია, უკვე მოხდა 2-ჯერ საპროცენტო განაკვეთის მატება. თუ გავეცნობით ანალიზს, მოსალოდნელია, რომ კიდევ იყოს მომავალში, რაც როგორც წესი, არის ხოლმე ბიძგი იმის, რომ კაპიტალი წავიდეს აშშ-სკენ. აქედან გამომდინარე თავსთავად უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები რომელიც ადვილად გამოიყვანს ქვეყანას ასეთი სიტუაციიდან. ერთი საშუალება, რომელიც საქართველოს გაააჩნია, არის ლარის მცურავი გაცლითი რეჟიმი. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წელს ამ რეჟიმმა დამატკიცა, რომ ეს არის შოკის შთანთქმის საუკეთესო საშუალება, რადგანაც ქვეყანამ შეძლო ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა დიდი დანაკარგების გარეშე და როდესაც ვამბობ "დიდს", ესეც ფარდობითია. თუ შევადარებთ ბევრი ქვეყნის ეკონომიკას, უმრავლეს ქვეყანაში ჩვენს სამეზობლოში ნეგატიური ეკონომიკური ზრდა იყო დაფიქსირებული. ეს ნიშანვს სამუშაო ადგილების შემცირებას, ვფიქრობ, იმ გაცვლითმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოში გვაქვს, თავისი სამართლიანობა და არსებობის უფლება დაამტკიცა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გვაქვს საქართველოში და რაც დაეხმარება ამ პროცესს, ეს არის საკმაოდ მყარი საბანკო სისტემა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც მომზადებული ხვდება ასეთ სიტუაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიმართულებაა, გავატაროთ ღონისძიებები, რომელიც ეკონომიკის დედოლარიაზაციას შეუწყობს ხელს, ვფიქრობ, ამ საკითხების ერთობლიობა, მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამოწვევები დადგა, ეკონომიკამ კარგად გაიაროს ეს პროცესი",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























