მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის პრეზიდენტი: "იყო ბევრი შედარებით პატარა ზომის სესხი, რომელთა გალარებას დიდი მნიშვნელობა მსესხებლისთვის არ ჰქონდა"

58dcfe0220e5a
BM.GE
30.03.17 16:44
1306
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ყველა გაალარებდა სესხს. მისი თქმით, გალარების პროგრამა "კარგი" იყო.

"არასოდეს არ ყოფილა ისეთი წარმოდგენა, რომ ყველა გაალარებდა ამ სესხს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწონოთ, რომ იყო ბევრი შედარებით პატარა ზომის სესხები, რომელთა გალარებას დიდი მნიშვნელობა მსესხებლისთვის არ ჰქონდა. მაგრამ მთავარი არის ის, რომ იმ მსესხებლებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ სესხთან დაკავშირებით, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არ უნდა დავსვათ კითხვა, იყო თუ არა ეს პროექტი წარმატებული. ეს იყო სოციალური პროექტი, მოსახლეობას შესთავაზეს, თუ მათ ჰქონდათ პრობლემები, ამასთან დაკაშირებით, რომ მოეხდინათ გალარება, ეს გააკეთეს. ვფიქრობ, პროგრამა იყო კარგი",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გალარების პროგრამის ფარგლებში ჯამში დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე სესხი გალარდა, რაც გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები