დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი, ბეჟან წაქაძე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებს ეხმაურება. ბიზნესმენი ამბობს, რომ 1 ნოემბრიდან ძალაში შესულ ცვლილებებს ექნება გავლენა ბიზნესზე, თუმცა ის ამ რეგულაციების წინააღმდეგი არ არის.
„რომ გითხრათ, რომ ეს რეგულაციები კარგი იყო როგორც ჩვენი სფეროსთვის, ისე ძალიან ბევრი ბიზნესისთვის, ტყუილს გეტყვით, თუმცა ეს რეგულაციები რომ გაცილებით ადრე მომხდარიყო, დღეს ამას ბიზნესი შეეჩვეოდა. სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს რეგულაციების გამოცემა თუ ეს ეკონომიკას ადგება, ამიტომ არ უნდა იყოს პოლიტიზირებული გარკვეული რეგულაციების შემოღება, რომ ხვალ არჩევნებია და მოდი ამ რეგულაციებს არ გამოვუშვებ. ეს რეგულაცია სერიოზულად დაარტყავს ბიზნესს, მაგრამ ბიზნესი ამას შეეჩვევა იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსექტივაში ეს გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის.
რეგულაციები შეამცირებს რეალიზაციის ტემპს, თუმცა ამას ბიზნესი შეეჩვევა და შეეჩვევა მყიდველიც, რომ თუ ფული არ გაქვს, არ უნდა შეიძინოთ ბინა, თორემ მოგიწევთ უკან დაბრუნება და გადახდილი თანხების დაკარგვაც“-აცხადებს ბეჟან წაქაძე.