მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის რეგულირებულ მცირე კრედიტორებს მოგება შეუმცირდათ

630f0d907202e
ნინო ტაბატაძე
31.08.22 20:00
738
სესხის გამცემ სუბიექტებს(სგს) მოგება შეუმცირდა. მეორე კვარტალი მცირე კრედიტორებმა 17.2 მლნ ლარის მოგებით დაასრულეს, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 20.16 მლნ მოგება ჰქონდათ გენერირებული. კლება წლიურ ჭრილში 14.6%-ია.

2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოქცეულ სესხის გამცემებს 1.055 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული, აქედან 628.28 მლნ ლარი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვია. წმინდა სესხები მხოლოდ 426.7 მლნ ლარია.

სესხის გამცემი სუბიექტების პორტფელში 993.86 მლნ ლარი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებია.
760 250 ფიზიკური პირისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:

• სამომხმარებლო სესხები - 452.68 მლნ ლარი
• სალომბარდე სესხი - 289.61 მლნ ლარი
• ონლაინ სესხები - 129.5 მლნ ლარი
• სოფლის მეურნეობა - 40.07 მლნ ლარი
• ვაჭრობა/ მომსახურება - 77.05 მლნ ლარი
• იპოთეკური სესხები - 2.6 მლნ
• ავტო სესხი - 0.499 მლნ

იურიდიულ პირებს მცირე ზომის კრედიტორებისგან 61.14 მლნ ლარის სესხები აქვთ აღებული. სულ ასეთ სესხს 481 კომპანია ფლობს.

შეგახსენებთ, სესხის გამცემი სუბიექტების (სგს) სტატუსი ე.წ მევახშეების რეგულირების მიზნით შემოვიდა. პირები, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი, ვალდებული არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. ეს მოთხოვნა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები