საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2018 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა წლის ივნისთან შედარებით 48.7 მლნ აშშ დოლარით (+1.6%) გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 10.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (-0.3%). ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2018 წლის ივნისში გამართულ 3 აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
წყარო: G&T

























