მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სებ-ის რეზერვები უნდა გაიზარდოს"

5ac4a86f2bde6
BM.GE
04.04.18 14:26
1074
„ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განხორციელებული ინტერვენციის კომენტირებისას განაცხადა.

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული ნიშნული ეროვნული ვალუტის, რომელზეც არის სწორება. ამავე დროს, ეს რეჟიმი არ გამორიცხავს ბაზარზე ინტერვენციებს და მაშინ, როდესაც შესაძლებელი არის, რომ ინტერვენცია გაკეთდეს ისე, რომ გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეიცვალოს, ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები