მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბჭოს ახალი წევრების ლეგიტიმაცია - დეპუტატების შეფასებები

მსოფლიო ბანკმა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა. ბანკი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ. ანგარიშის თანახმად, საქართველომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირების მიზეზი სამომხმარებლო დანახარჯები და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნებაა. თუმცა მსოფლიო ბანკი ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივაზე ნეგატიურ რისკებსაც ხედავს - რისკებს შორისაა რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელება, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტება, რეექსპორტის შემდგომი შეზღუდვა და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივი გამკაცრება - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები