ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის მსურველთა შერჩევის მეორე ეტაპის დასრულდა. 8 კანდიდატმა გასაუბრება გუშინ სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე გაიარა. რეკომენდაციები, რომლებიც პრეზიდენტისთვის კომისიის მხრიდან გაიცემა, ჯერ უცნობი რჩება. არსებული ინფორმაციით, გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს პირველ მაისამდე წარუდგენს. კომისიის წინაშე ლაშა ქავთარაძე; მამუკა ჯიბუტი; ეკატერინე ღაძაძე; გიორგი თაბუაშვილი; არჩილ იაკობაშვილი, ვახტანგ ჭარაია და ლევან სურგულაძე წარდგნენ. რა პასუხები ჰქონდათ კანდიდატებს გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე და ვინ მოსწონთ დეპუტატებს?