ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგენს - ასეთია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის პოზიცია რომლის წარმომადგენლებმაც შეთავაზების მიუხედავად კანდიდატურების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, მთავარია, კანდიდატები კომპეტენტურები და დამოუკიდებლები იყვნენ. ეს კი მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩ რეიტინგის ბოლო ანგარიშშიც მოხვდა. ამ ფონზე სპეციალისტები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ეროვნული ბანკის რეალური დამოუკიდებლობა არ სურს და პროცესს ხელოვნურად წელავს.