მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის "ინ სი" 8,7 მილიონს უტენდეროდ მიიღებს

5b0bab391de4c
BM.GE
28.05.18 11:20
1176
კომპანია "ინ სი" საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილი შენობის რეაბილიტაცია-რემონტისთვის დამატებით 8,7 მილიონ ლარს, გამარტივებული შესყიდვით მიიღებს.

შესაბამისი ხელშეკრულება, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია. საუბარია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია გადაცემული. შენობის რეაბილიტაცია/ადაპტაციის პროექტი გასულ წელს დაიწყო, რომელსაც "ინ სი" უკვე ახორციელებს.

აღნიშნული შეკვეთაც, რომელიც 10,5 მილიონი ლარის ღირებულებისაა "ინ სიმ" გამარტივებული შესყიდვით მიიღო. ახალი ხელშეკრულებით კი, რომელიც 8,7 მილიონი ლარის ღირებულებისაა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, კომპანიისგან დამატებით მომსახურებას შეიძენს. სამუშაოები ამავე შენობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები