მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმების პროექტს აქვეყნებს

5bb224a707d87
BM.GE
01.10.18 17:42
707
ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს პროექტს კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, პროექტის ძირითადი მიზანია კომერციული ბანკების სავალდებულო აუდიტის პროცესისა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების ხარისხისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება ევროდირექტივების/ევრორეგულაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება კომერციული ბანკებისა და სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმების ვალდებულებები, კომერციული ბანკების აუდიტორული ფირმების შერჩევის მინიმალური მოთხოვნები და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში გასამჟღავნებელი ინფორმაციის წესები.


ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები

დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: auditdecree@nbg.gov.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები