მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

5be57bdc1a057
BM.GE
09.11.18 16:21
2303
9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.

ეს 2018 წლის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის განმავლობაში ჯამში $112.5 მილიონი შეისყიდა. წარსულში სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობდა, რომ რეზერვების შეძენის უმთავრეს მიზეზს სავალუტო რეზერვების შევსება წარმოადგენდა.

ანალოგიურად, 129 მილიონი შეისყიდა სებ-მა 2017 წელსაც. 2016 წელს კი ეროვნულმა ბანკმა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია.
2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები