ბანკირის დღის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გუშინ საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის სათავადაზნაურო ბანკის დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 – ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.