ეროვნულმა ბანკმა ოქროს რეზერვები გაზარდა. სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები შეიძინა. მიმდინარე ფასებით აღნიშნული ოქროს წონა 745 კილოგრამია. შედეგად, მთლიანობაში, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 15.5% მოდის. ფინანსისტების ნაწილის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარების გამო სხვადასხვა ვალუტების მერყეობის ფონზე, ოქროს მიმართულებით რეზერვების დივერსიფიცირება სწორი გადაწყვეტილებაა. ამავდროულად მათი ნაწილი ელის, რომ მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვების დაგროვების ტემპი შესაძლოა, შენელდეს.


































