მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა ლაშა პაპაშვილის მიერ უკრაინელ პარტნიორთან ერთად დაფუძნებულ WhiteBit-ს საბროკერო ლიცენზია მიანიჭა

whitebit

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვაითბით ბროკერსს" საქართველოში ოპერირებისთვის საბროკერო ლიცენზია მიანიჭა. კომპანიის აქციონერები არიან ბიზნესმენები სულხან და ლაშა პაპაშვილები 30-30%-ით და უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვი - 40%. "ვაითბით ბროკერსი" დაკავშირებულია კომერციულ ბანკ "ჰეშ ბანკთან", რომელსაც იგივე აქციონერები ჰყავს.

WhiteBIT ევროპული კრიპტო ბირჟაა და ოპერირებს როგორც „ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟა“. კომპანია Whitebit.ge-ის დომენით ქართული ბაზრისთვისაც ოპერირებს.

რაც შეეხება "ჰეშ ბანკს", მისი აქტივების მოცულობა 2025 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის 72 მილიონ ლარს შეადგენდა. ბანკი ჯერჯერობით საცალო სესხების გაცემით დაკავებული არაა. მას ლიცენზია სებ-მა 2023 წლის ნოემბერში მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები