საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის" ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევა. ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.
სტუმარი: ლაშა გზირიშვილი - სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი;