მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ორი მიკროსაფინანსო დააჯარიმა - მიზეზები

ეროვნული ბანკი ლოგო

ეროვნულმა ბანკმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა, "კროს კრედიტი" 8 600 ლარით, ხოლო "MJC" კი - 10 000 ლარით.

"კროს კრედიტის" შემთხვევაში დაჯარიმება გამოიწვია 2 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ დოკუმენტაციის წარუდგენლობამ. ასევე, ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დაირღვა 3 შემთხვევაში.

სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ კლიენტთან მიმართებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას.

ჯამში, კროს კრედიტი მარეგულირებელმა 8 600 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

რაც შეეხება MCJ-ის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 10,000 ლარით „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს დარღვევის 5 შემთხვევის გამო დაჯარიმდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები