მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ქუთაისში მდებარე მისო "გლობალ კრედიტი" ₾37 000-ით დააჯარიმა

სები

ეროვნულმა ბანკმა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი" დააჯარიმა. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიას რამდენიმე დარღვევის გამო, ჯამში 37 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

უფრო დეტალურად, "მისო "გლობალ კრედიტის" დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:

  • საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ორი შემთხვევის გამო 4 000 ლარით - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2 000 ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის N164-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ერთი ფაქტის გამო დაჯარიმდა 7 000 ლარით - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
  • 20 000 ლარით დაჯარიმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
  • შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთი კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კერძოდ არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
  • შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ორ კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე სულ - 4 000 ლარი.

მისო "გლობალ კრედიტი" 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიის სათავო ოფისი ქუთაისში მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი თემური ნიკოლაძეა, რომელიც კომპანიის 20%-იან წილს ფლობს, 40-40%-ის მფლობელები კი ელგუჯა თავბერიძე და სოსო ჭანტურია არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები