მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა - შეფასებები;

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება 2024 წლის მაისის შემდეგ უკვე მეთორმეტედ განმეორდა. ინფლაცია აგვისტოში 4.6% იყო, რაც მიზნობრივ სამპროცენტიან დონეს აღემატება. ამის ძირითადი მიზეზი სურსათის ფასების მერყეობაა. თუმცა საბაზო ინფლაცია — ანუ მაჩვენებელი, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე ითვლება — უფრო დაბალია და 2.8%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს დასტაბილურდება. ეკონომიკური ზრდა ივლისში 6.5% დაფიქსირდა, თუმცა ნელ-ნელა გრძელვადიან ტენდენციას უახლოვდება. გლობალური გაურკვევლობების და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, სებ ფრთხილ პოლიტიკას ინარჩუნებს. შემდეგი გადაწყვეტილება 5 ნოემბერს გამოცხადდება.

სტუმარი: მიხეილ კუკავა - Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები