მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე დატოვა, ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა - შეფასებები

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ამასთან, სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 2026 წელს საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2 პროცენტამდე გაზარდა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების ფონზე ინფლაციის პროგნოზები გაზარდა ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმაც. როგორია მოლოდინები ინფლაციასა და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები