მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გამოიტანა, გაიყიდა $48.7 მილიონი

რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი განახორციელა და გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. აღნიშნული თანხიდან ბაზარმა 48.7 მილიონი დოლარი აითვისა.

2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

ინტერვენციის შედეგად Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში დოლარის ღირებულება, რაც იქამდე 2.8149-ს შეადგენდა, ჯერ 2.7829-მდე შემცირდა, ხოლო ამჟამად ის 2.7910-ს შეადგენს.

სებ-მა წინა აუქციონი 16 მაისს გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები