მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინა - ახალი რეგულაციების ნაწილი გადავადდა

5bab2275bd507
ნინო კვინტრაძე
26.09.18 10:07
1426
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს გუშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა. შეხვედრის მთავარი თემა ბანკის ის ნორმატიული აქტი იყო, რომელიც საფინანსო სექტორს დაკრედიტების ახალ რეგულაციებს უწესებდა. რეგულაციების ნაწილს მკვეთრად ეწინააღმდეგება კერძო სექტორი და მას „შოკურსაც“ უწოდებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ ახალი წესები ბიზნეს დაკრედიტებაზე აღარ გავრცელდება, თუმცა ღიად რჩება საკითხი საცალო დაკრედიტების კუთხით გასატარებელ ცვლილებებზე.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, რადგან გავხსენით სივრცე დიალოგისთვის. ამჯერად თავად კობა გვენეტაძე შეგვხვდა. მან მოგვისმინა და ფაქტიურად დაავალა თავის სამსახურებს, რომ უფრო აქტიური მსჯელობა დაიწყოს ამ საკითხზე. ჩვენ არ ვეწინააღმდგეებით რეგულირებას და ვფიქრობთ რომ ახალი წესები, რომელიც ემსახურება ჭარბვალიანობის შემცირებას არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, რომ მნიმუმამდე დავიყვანოთ არასასურველი შედეგები. მაგალითად როგორიც არის მოსახლებისთვის კრედიტის გაძვირება.

სიახლე არის ის რომ ეს წესები აღარ გავრცელდება და აღარ შეზღუდავს ჩვენს ბიზნეს დაკრედიტებას, რამაც ჩვენ შოკში ჩაგვაგდო რამდენიმე დღის წინ. ბუნებრივია, ცვლილებები უნდა დაემორჩილოს გონივრულ სტანდარტებს. რეგულირება შეეხება სამომხმარებლო დაკრედიტებას.

შეგვპირდნენ, რომ ეს არ შეეხება ბიზნესს, ამჯერად რამოდენიმე დღიანი დიალოგი გაიმართება, რომ ვიმსჯელოთ დარჩენილ საკითხებზე.

ორი საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ შეთანხმებას მოითხოვს. ვმსჯელობთ იმაზე, თუ სად გადის ზღვარი პასუხისმგებლიან სამომხმარებლო სესხებსა და არაპასუხისმგებლიანს შორის. მაგალითად სარეცხის მანქანის შეძენა ადამიანს უნდა შეეძლოს. არის სამომხმარებლო დაკრედიტება, რომელსაც აქვს კარგი შედეგი და ამის შეფერხება არ არის სწორი.
არის ფუფუნების საგნები, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით რომ არ იქნება სწორი რომ მის შესაძენად ადამიანს ჰქონდეს კრედიტზე წვდომა“, - ამბობს ბაკურაძე და დასძენს, რომ თუ ადამიანს ჭარბვალიანობის პრობლემა არ აქვს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება სესხი მიიღოს, როგორც ბიზნესისთვის, ასევე სამომხმარებლო დანიშნულებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები