„რეგულაციების შეფასების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ კრიზისის პრევენციას. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სურათის შესაფასებლად გვჭირდება მონაცემების ანალიზი, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ", - განმარტა მან.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ ბანკს ხშირად უწევს არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
„ეროვნულ ბანკს ხშირად უწევს არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა იმიტომ არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რომ პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, რომ მივიღოთ არაპოპულარული, თუმცა ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელი და გადაუდებელი ზომები", - აღნიშნა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის წინაშე “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე სასაუბროდ 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო და ის დღეს გაგრძელდა.

























