მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-სა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

5bc48143b1077
BM.GE
15.10.18 15:58
548
საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ შუმინმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები