მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ: საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოლოდინები ბიზნეს პორტფელის ზრდაზე პოზიტიურია

5b629831dc285
BM.GE
02.08.18 09:35
567
2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში საკრედიტო პორტფელის ზრდამ, გაცვლითი კურსისა და ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბანკად გარდაქმნის ეფექტების გამორიცხვით, წლიურად 18.5% შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მნიშვნელოვანწილად კვლავ ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა განაპირობა, თუმცა, ასევე გაიზარდა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიც.

„ამასთანავე, ივნისში, მარტთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა 1.2 პპ-ით შემცირდა და 22.7% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდა 0.7 პპ-ით გაიზარდა და 13.9% იყო. ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი სექტორების დაკრედიტებით იყო განპირობებული, ხოლო ენერგეტიკის სექტორში ზრდა უმნიშვნელო იყო. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოლოდინები ბიზნეს პორტფელის ზრდაზე პოზიტიურია. მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია როგორც კორპორატიულ, ისე მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე. ხოლო საცალო სესხებზე მოთხოვნის ოდნავ შემცირებას მოლოდინია, რაც ეროვნული ბანკის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება“, - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები