მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ: სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების შეფასება და მართვა ბანკებისთვის ჯერ კიდევ ახალია

5caefaa662650
ლევან თაღიაშვილ
11.04.19 12:21
583

ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს საქართველოსთვის, სადაც აღწერილია სებ-ის მიერ მდგრადი დაფინანსების განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების სია.

ღონისძიებები ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიკაციის გაზრდას, მდგრადი დაფინანსების ნაკადების მართვას ტაქსონომიის შემოღებით, მდგრადი დაფინანსების სახელმძღვანელოს შემუშავებას და მდგრადი დაფინანსების ნაკადების ხელშესაწყობად შესაძლო რეგულაციებისა და წამახალისებელი პოლიტიკის შესწავლას.

როგორც გეგმაშია აღწერილი, სებ-ი ასევე შეიმუშავებს ESG (Environmental, social and corporate governance) სახელმძღვანელოს, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკასთან იქნება თავსებადი. სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრედიტზე გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების განსაზღვრა, შეფასება და მართვა ჯერ კიდევ ახალია ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შესაბამისად, იმისათვის, რათა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაითვალისწინონ ESG რისკები, ეროვნული ბანკის ჩართულობა და ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის სრულ ვერსიას, მის ნახვას ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე შეძლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები