მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ ზაზა ოქუაშვილის მიერ დასახელებულ ტრანზაქციაზე განცხადებას ავრცელებს

5bb4b7b71aa7b
BM.GE
03.10.18 16:35
1690
ეროვნული ბანკი TBC ბანკის მიმართ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ. ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად”, - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები