მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ–მა უფრო მკაფიოდ უნდა ამოიღოს ხმა“ – მიხეილ კუკავა

648c8fb76b4a4
ელენე კვანჭილაშვილი
16.06.23 20:45
494
სტატიაში საუბარია:
„სებ–მა უფრო მკაფიოდ უნდა ამოიღოს ხმა“ – ასეთია IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელის მიხეილ კუკავას პოზიცია სებ–ის სამომავლო დამოუკიდებლობასთან გაჩენილი კითხვების კვალდაკვალ.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც.

ახალი კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

“მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ,”- ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა BMG-ის კითხვას სავალუტო ფონდის პროგრამის შესახებ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტს მოუწოდებდა არ დაძლეულიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო. რამდენიმე დღის წინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ‘ანალიტიკა’–სთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ პასუხში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი პარლამენტის გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო.

ამასთან, არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ სებ-მა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე მისი ნეგატიური პოზიცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა. მაშინ სებ-ი მიუთითებდა, რისკზე რომ ამ კანონის მიღება IMF-ის პროგრამის მიმდინარეობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა.

როგორც მიხეილ კუკავამ ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–სთან განაცხადა, სებ–მა ხმა უკვე ამოიღო, რაც ხშირად არ ხდება. „ხშირად არ ხდება, როდესაც სებ–ი ასე აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მმართველი გუნდი აპირებს – ამბობს მიხეილ კუკავა ‘ანალიტიკა’–სთან საუბრისას – სებ–მა ძალიან აშკარა საფრთხე დაინახა. თუმცა ხმა, კიდევ უფრო მკვეთრად უნდა ამოიღოს, რა თქმა უნდა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები