მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SECFEST TBILISI 2022 - კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური ფესტივალი IT ინტეგრატორი კომპანია 42digital-ისაგან

62b44eef28dcf
BM.GE
23.06.22 15:46
1241
IT ინტეგრატორი კომპანია 42digital-ი წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების ყოველწლიურ ფესტივალს SECFEST TBILISI 2022, რომელიც ამ დარგის მსოფლიოს ლიდერ ბრენდებს 24 ივნისს, თბილისში გააერთიანებს.

პირველად საქართველოში, უნიკალური ფორმატის კიბერუსაფრთხოების ფესტივალი შესაძლებლობას მოგცემთ პირადად გაიცნოთ დარგის ლიდერები და მოისმინოთ ღონისძიების პარტნიორების, Logsign-ის, Bitdefender-ის, AttackIQ-ს, Tenable-ის და Appdynamics-ის წარმომადგენლების პრეზენტაციები. ასევე, თქვენ შეძლებთ ესტუმროთ დემო-სტენდებს და დეტალურად გაეცნოთ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტებისა და პროდუქტების შესახებ.

SECFEST TBILISI 2022 გაიმართება უნიკალურ ციფრულ სივრცეში - ჰოლოზეუმში, მრავალგანზომილებიან პროექციების სამყაროში, ბეთლემის ქ. 10-ში.

IT ინტეგრატორი კომპანია 42digital-ის შესახებ:

42digital არის IT ინტეგრატორი კომპანია, რომლის ძირითადი 3 მიმართულებაა კიბერუსაფრთხოება, დევოფსი და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს ხარისხიანი სერვისი და უზრუნველყოს მათი ბიზნესის უსაფრთხოება და ეფექტურობა. 42digital-ის გუნდი უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალებისაგან შედგება. ისინი კლიენტი კომპანიებისთვის ქმნიან შეუცვლელ ფასეულობას და ორგანიზაციებს ეხმარებიან პროცესების ავტომატიზაციაში, კიბერუსაფრთხოების უახლესი სტანდარტების დანერგვასა და ისეთი გადაწყვეტილების შერჩევაში, რაც უზრუნველყოფს მრავალწლიან ტექნოლოგიურ მდგრადობას. 42digital-ი არის კიბერუსაფრთხოების არაერთი მსოფლიო ლიდერი ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში, მათ შორის Bitdefender-ის ქვეყნის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსის მფლობელი.


დეტალურად 42digital-ის შესახებ: www.42digital.ge
დეტალურად ფესტივალის შესახებ: www.secfest.ge

(R)






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები