მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სელექტიური კონტრაქტირების შედეგი: 150 დაწესებულებიდან 87 დარჩა

5fe991c9214d7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.20 21:00
870
ჯანდაცვის მინისტრმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება 3 დიდ ქალაქში დასრულებულია და ანალოგიური პროცესი ჰოსპიტალურ სექტორშიც განხორციელდება.

„პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური წვდომა მჭიდრო კავშირშია ხარისხთან, რომლის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია სელექტიური კონტრაქტირება. სელექციის უმთავრესი კრიტერიუმებია დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოწოდებული მომსახურების ხარისხი და მოწოდებული მომსახურების მოცულობა.

უკვე დავასრულეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შედეგად 150 დაწესებულებიდან პროგრამაში 87 დაწესებულება დარჩა. აღნიშნული პროცესი განხორციელდება ჰოსპიტალურ სექტორშიც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსალური წვდომის მნიშვნელოვან წინაპირობად განისაზღვრა ხარისხიან მედიკამენტებზე მაღალი ხელმისაწვდომობა.

„ამ ნაწილში უკვე გვაქვს ქრონიკული მედიკამენტების სამკურნალო პროგრამის სია, რომლის ადმინისტრირება უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში გადავიდა. შედეგად სამიზნე ჯგუფების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენი ბენეფიცირებაისთვის აღნიშნული პროგრამით სარგებლობა ბევრად გამარტივდა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები