ციფრულ ეპოქაში, სადაც ორგანიზაციები ყოველდღიურ პროცესებს თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით მართავენ, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც კომპანიის რეპუტაციასა და მომხმარებელთა ნდობის დონეს განსაზღვრავს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა საიმედო დაცვაა.
Self.HR ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ სისტემას HR პროცესების ავტომატიზაციისთვის. Self.HR-ის მიზანია გაამარტივოს და დააჩქაროს ადამიანური რესურსების მართვის ყველა ეტაპი.
დღეს Self.HR-ის პლატფორმით 1200-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია მართავს HR პროცესებს. Self HR მობილური აპლიკაციით კი 130,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.
მიმდინარე წელს Self.HR გახდა პირველი და ერთადერთი ქართული HR პლატფორმა, რომელიც ფლობს სამ ISO სერტიფიკატს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.
Self.HR-მა ინფორმაციული უსაფრთხოების ორი ახალი სტანდარტი ISO/IEC 27017 და ISO/IEC 27018 2025 წელს დანერგა და წარმატებით გაიარა სერტიფიცირება, ხოლო 2023 წელს მიღებული ISO/IEC 27001 საერთაშორისო სერტიფიკატი განაახლა და გადავიდა აღნიშნული სტანდარტის ახალ - ISO/IEC 27001:2022 ვერსიაზე, რაც ადასტურებს ორგანიზაციის მუდმივ მზადყოფნას თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი საერთაშორისო სტანდარტები ISO/IEC 27017 და ISO/IEC 27018 მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვისა და პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებებს ღრუბლოვან გარემოში. აღნიშნული სერტიფიკატები ადასტურებს კომპანიის მაღალი დონის პასუხისმგებლობას მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სფეროში.
სერტიფიცირება განხორციელდა ავტორიზებული გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოს - TÜV Rheinland-ის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Self.HR-ის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. კომპანია განაგრძობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს მაქსიმალურად დაცული, გამჭვირვალე და სანდო HR ტექნოლოგიური გარემო.
გაიგე მეტი Self.HR-ზე: www.self.hr



























