მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Self.HR უზბეკეთის ბაზარზე შევიდა - ქართული Tech სტარტაპის წარმატება საზღვრებს გარეთ

Self.HR უზბეკეთის ბაზარზე შევიდა - ქართული Tech სტარტაპის წარმატება საზღვრებს გარეთ
06.08.24 12:00
1719

ქართული ტექ. სტარტაპი Self.HR, რომელიც SaaS მოდელით All-In-One HR სისტემას ქმნის, უკვე უზბეკეთშია! Self.HR-ის იმპლემენტაციის პროცესი უზბეკეთში, მიკროსაფინანსო კომპანია Agat Credit-ში წარმატებით დასრულდა.

Self.HR-ის ბიზნეს ანალიტიკისა და იმპლემენტაციის მენეჯერი, ანასტასია აბაკელია ქალაქ ტაშკენტში იმყოფებოდა და ადგილზე უძღვებოდა იმპლემენტაციის პროცესს. დღეს Agat Credit-ში უკვე დამოუკიდებლად სარგებლობენ სისტემის ყველა HR მოდულით.

Self.HR უზბეკეთის ბაზარზე 2024 წლის თებერვლიდან შევიდა, მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სერვერული ინფრასტრუქტურა ტაშკენტში დაცულ cloud სერვერებზე განათავსა და უკვე რამდენიმე მსხვილ ადგილობრივ ორგანიზაციასთან გააფორმა პარტნიორობა.

როგორც Self.HR-ში ამბობენ, მათი სამომავლო გეგმები მხოლოდ უზბეკეთში გასვლით არ შემოიფარგლება და აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ევრაზიის რეგიონის ქვეყნებთან.

დღეს Self.HR უზბეკურ კომპანიებს საქართველოდან ემსახურება, თუმცა ოქტომბრიდან ტაშკენტში ფილიალის გახსნისთვის ემზადება.

Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში და პასუხობს, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის მოთხოვნებს. Self.HR-ის პარტნიორთა რიცხვი 750-ს აჭარბებს, Self HR მობილური აპლიკაციით კი 100,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს. სისტემა მოიცავს ისეთ ფუნქციონალებს, როგორებიცაა: HR ადმინისტრირება და ანალიტიკა, ნამუშევარი დროის აღრიცხვა, Payroll - ხელფასებისა და ბენეფიტების მართვა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, Self Service - Self HR მობილური აპლიკაცია, შიდა კომუნიკაციები - Self Talk.

Self.HR სისტემა სრულად პასუხობს საერთაშორისო HR მოთხოვნებს და თავსებადია რეგიონის საკანონმდებლო რეგულაციებთან.

მეტი ინფორმაციისთვის: www.self.hr




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები