"სელფი მობაილი" ნოკიასთან ერთად 4G ქსელის განახლებას და 5G ქსელის დანერგვას გეგმავს. მხარეებს შორის მოცულობითი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ნოკია არსებული საბაზო სადგურის მოდერნიზებას და ასევე ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას. ნოკია სელფს მოწყობილობებს მისი ყოველისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. რატომ გადაწყვიტა სელფმა კონკურენტებისგან განსხვავებით 5 G აუქციონში მონაწილეობა, რა ინვესტიცია ჩაიდება ქსელის განვითარებაში და როდიდან დაიწყება სამუშაოები?
სტუმარი: ვასილ ბერიშვილი - „სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორი;