სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, ადგილობრივი ტელეკომ ბაზრისთვის უპრეცედენტო, მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა დანერგა.
სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე წელს, ბარსელონაში, მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა. მარიამ კოპაძემ, Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრა თემაზე: “მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”.
საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა.
სტუმარი: მარიამ კოპაძე - "სელფი მობაილის" კომერციული დირექტორი;