მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელფი მობაილმა სრულყოფილი 5G თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში გაუშვა

სტატიაში საუბარია:

სელფი მობაილმა სრულყოფილი 5G თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში გაუშვა. სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე ტელეკომუნიკაციების სფეროში მოწინავე ტექნოლოგიის, 5G -ის დანერგვა აღნიშნა. ახალი ტექნოლოგია მომხმარებლისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისში, დიდუბესა და დიდ დიღომში.

სელფის 5G ქსელი საპილოტე რეჟიმში თბილისში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სელფი 5G -ის მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით ნერგავს, რომელთანაც ხელშეკრულებაზე ხელი მიმდინარე წლის აგვისტოში მოაწერა. კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ის მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.

სტუმრები: თამარ გახარია - "სიბიეს ჯგუფის" ფინანსური დირექტორი;

დიტო შუღლიაშვილი - "სელფი მობაილის" ტექნიკური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები