მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელფი საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია

647eecb39ad42
BM.GE
06.06.23 12:27
384
9 ივნისს, 10:00 საათზე, არტარეას ტერიტორიაზე, იმართება საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი, Touch.point-ი, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორია „სელფი“.

ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უახლეს მიდგომებს მარკეტინგში და მიიღოს რეკომენდაციები არსებული ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვაზე. ფესტივალი განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, როგორებიც არიან: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, სოც მედია მენეჯერი, ქონთენთ მენეჯერი, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერი, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტი, სტრატეგი, პროდუქტის ინჟინერი, ტექ მეწარმეე და სხვა.

ფესტივალის მთავარი თემებია: მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი, მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები, ბრენდი და კულტურა, მომხმარებლის ქცევა, ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”, მარკეტინგი მეტავერსში.

„სელფი“ ცოტა ხნის წინ სრულიად ახლებური სახით წარდგა მომხმარებლის წინაშე, მნიშვნელოვანი აქცენტით ციფრულ ინოვაციაზე. „სელფის“ მისწრაფებაა მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნოლოგიური მიღწევები პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად, რისთვისაც მუდმივად ავითარებს და ნერგავს ციფრულ პროდუქტებს. Touch.point -ის მხარდაჭერა საუკეთესოდ ეხმიანება „სელფის“ მიზანს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე.

ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ: http://touchpoint.ge/program 

სელფის შესახებ მეტი ინფორმაციისვის ეწვიეთ: http://cellfie.ge,  ასევე გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები