სემ ალტმანი და Open AI ილონ მასკის Neuralink-ის შესაძლო კონკურენტ სტარტაპთან თანამშრომლობას იწყებენ.
საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ქმნის ადამიანის ტვინში ჩასაყენებელ მიკრო-კომპიუტერს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით OpenAI-ს ხელმძღვანელი ნეირონული ტექნოლოგიის სფეროში პირველ ნაბიჯს დგამს.
OpenAI-ს ჩართვა ამ სტარტაპის განვითარებაში აჩენს მოლოდინს, რომ აღნიშნულ სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება. არსებული ინფორმაციით, სტარტაპის თავდაპირველი მიზანი ადამიანის კოგნიტიური შესაძლებლობების გაუმჯობესება იქნება.
ახალი სტარტაპისთვის დახმარების გაწევით სემ ალტმანი დიდი ხნის კონკურენტთან, ილონ მასკთან ბრძოლას ახალ ფრონტზე იწყებს. თუ იდეა წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, ალტმანის OpenAI სტარტაპს შეიძენს კიდეც, თუმცა ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია, რადგან ტვინისთვის განკუთვნილი მიკრო-კომპიუტერების სფეროში Neuralink-ი უპირობო ლიდერია და მას ყველა კონკურენტი ჩამორჩება.




























