მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი: ბინების დღიურად გამქირავებლები საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

5c14d1068d776
BM.GE
15.12.18 13:59
1882
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას. ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფს.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული პირობების ჩამოყალიბებას ასეთი ტიპის სასტუმროებისთვის. წარმოების დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2019 წლის იანვრისა, საოჯახო სასტუმროებზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად გავრცელდება შერეული სატარიფო სისტემა. რეგულაციის შემუშავების პროცესში, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და მათი პოზიციების დაფიქსირებას სამუშაო ფორმატში. აღნიშნული ფორმატი კომისიის საქმიანობაში მიღებული და არაერთხელ აპრობირებულია.



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები