მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი ბუნებრივი გაზის კომპანიებისგან სატარიფო განაცხადებს მიმდინარე წლის განმავლობაში ელოდება

58747d687f286
დავით ჯალაღონია
10.01.17 10:20
1234
სემეკი ბუნებრივი გაზის კომპანიებისგან სატარიფო განაცხადებს მიმდინარე წლის განმავლობაში ელოდება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პირველმა განუცხადა, ამ ეტაპზე ტარიფის გადასათვლელად სემეკისთვის არცერთ კომპანიას მიუმართავს.

"იქედან გამომდინარე, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორისგან განსხვავებით, ჩვენთან ტარიფები დადგენილია 2007-2008 წლებში, დროა, რომ ფეხი ავუბათ იმ პრინციპს, რაც ელექტროენერგეტიკულ სექტორშია. საუბარია იმაზე, რომ როგორც კი პირველად დაითვლება კომპანიების ტარიფი ახალი მეთოდოლოგიით, ამის შემდეგ ყოველწლიურ რეგულირებაზე იქნება საუბარი. ჯერ-ჯერობით არცერთ კომპანიას არ მოუმართავს სატარიფო განაცხადით, თუმცა მოსალოდნელია ეს 2017 წლიდან", - განაცხადა ივანე პირველმა.

რაც შეეხება სატარიფო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც სემეკმა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტებისთვის ტარიფები უნდა დაითვალოს, როგორც ივანე პირველი განმარტავს, ტარიფში ასახული იქნება ყველა გონივრული ხარჯი.

„ტარიფი ითვალისწინებს კაპიტალურ, საოპერაციო ხარჯებს და ა.შ. ეს პრინციპები იგივეა, რაც ელექტროენერგეტიკის სექტორში, მაგრამ ბაზრის სტრუქტურა განსხვავებულია. ელექტროენერგეტიკაში გვაქვს ადგილობრივი წარმოებაც, გაზის სექტორში კი 99.5% იმპორტირებული ბუნებრივი გაზია, ამიტომ იმპორტირებული გაზის ფასზე ბევრია დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი გაზის სექტორში განაწილების 27 ლიცენზიანტი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები