მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი "ინტერ რაოს" სარჩელზე: კურსის ცვლილება ტარიფებში გათვალისწინებული იყო

58ff38df0e32e
ელენე გოგბერაშვილი
25.04.17 16:00
952
"ინტერ რაოს" წერილში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის მარეგულირებლის მიერ დადგენილი ტარიფები კომპანიაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რადგან სემეკმა მათ მიერ ტარიფების შეცვლის შესახებ მოთხოვნა არ გაითვალისიწნა.

როგორც "სემეკის" თავმჯდომარემ განმარტა, მათ მიერ ახალი ტარიფების დადგენა 2014 წელს მიღებული ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით განხორციელდა და მასში ყველა დასაბუთებული ხარჯი აისახა.

"რასაც ინვესტორი კომპანია მიუთითებს, ეს არის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, რომელიც მას აქვს გაფორმებული მთავრობასთან. კომისიამ არ გაითვალისწინა მემორანდუმის პირობები და გაითვალისწინა ჩვენს მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობები. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისიწნებს კომპანიებისთვის ყველა დასაბუთებული ხარჯის ასახვას ტარიფში, მათ შორის, როცა 2015 წელს პირველი ტარიფი დავთვალეთ თელასისთვის, ტარიფების ზრდა დაახლოებით 40%-ით განხორციელდა, რაც უმეტესად კურსის ცვლილებით იყო განპირობებული", - განარტავს სემეკის თავმდჯომარე.

მილორავას თქმით, კომისის მიერ დადგენილი ტარიფი მემორანდუმით მისაღებ შედეგს შეესაბამება და კურსის ცვლილება 2015 წელს დადგენილ ახალ ტარიფში გათვალისწინებულია. რაც შეეხება, 2016 წელს მათ სატარიფო განაცხადს, როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ამ პერიოდში ტარიფი არ გაზრდილა, რადგან ამის შესაბამისი წინაპირობა არ არსებობდა.

"კურსის ცვლილება ტარიფში იყო გათვალისიწნებული. კურსი, როგორც წესი, მოქმედებს ელექტროენერგიის შესასყიდ ფასზე და ის ზრდა, რაც განხორციელდა 2015 წელს, უმეტესად იყო განხორციელებული სწორედ ვალუტის ცვლილების გამო", - აცხადებს ირინა მილორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები