საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშში ევროპის ქვეყნების მასშტაბით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარებითი ანალიზი არის მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ევროპის რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე იაფი ელექტროენერგიაა.
საყოფაცხოვრებო ტარიფით, საქართველოში ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგია 18.554 თეთრი ღირს. ამაზე იაფი ტარიფი ევროპის რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანში (10.464 თეთრი), უკრაინასა (12.545 თეთრი) და რუსეთშია (13.891 თეთრი).
სამომხმარებლო ტარიფი ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია და 80-90 თეთრის (0.27-0.30 ევროს) შუალედში მერყეობს.

























