მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის გადაწყვეტილებით, „რუსთავის წყალმა“ ₾30 მლნ-ის ინვესტიცია უნდა განახორციელოს - მერი

6409dea0c44e8
ელენე გოგბერაშვილი
12.03.23 12:00
659
უწყვეტი წყალმომარაგება ქალაქ რუსთავისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მოძველებული სისტემა და ინფრასტრუქტურის დაზიანება ქალაქში წყლის მიწოდების შეზღუდვას იწვევს. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიამ სემეკს მიმართა, მარეგულირებელმა კომპანია GWP-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც რუსთავის წყალმომარაგებაზე არის პასუხისმგებელი, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/ჩანაცვლებისთვის 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაავალა. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსთავში წყალმომარაგებას“, - ამბობს ქალაქის მერი გადაცემა "რედაქტ2-ში".

„რაზეც ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი იყო 2022 წლის ზაფხული, როცა წყალმომარაგების კუთხით ქალაქში შეგვექმნა დიდი პრობლემა. როცა დავინახეთ, რომ მოსახლეობა იყო გაუსაძლის მდგომარეობაში, მივმართეთ სემეკს თხოვნით, რომ კომპანიასთან ყოფილიყო მოლაპარაკება, რომელიც წარმოადგენდა საინვესტიციო გეგმას, როგორ აპირებდა წყლის მომარაგების გაუმჯობესებას.

სემეკმა გამოიტანა გადაწყვეტილება და 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა „რუსთავის წყალს“ 2022-2023 წლებში. სამ ძირითად მოედანზე უკვე გამოიცვალა მსხვილი მაგისტრალი, რომელიც გააუმჯობესებს წყლის მომარაგებას. ახლაც მიმდინარეობს პროექტები. წლის ბოლომდე ამ კომპანიამ უნდა შეასრულოს სემეკთან აღებული ვალდებულება. ამ ნაბიჯით რუსთავის წყალმომარაგების პრობლემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“,- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები