მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის წევრად დავით თვალაბეიშვილი აირჩიეს

647604a3074dd
BM.GE
30.05.23 18:12
946
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი 84 ხმით აირჩიეს.

პარლამენტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი კენჭისყრით მიიღო. კანდიდატურა პარლამენტს 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. 

თვალაბეიშვილი პარლამენტმა მას შემდეგ აირჩია, რაც მოქმედ წევრს მაია მელიქიძეს ვადა ამოეწურა.

დავით თვალაბეიშვილი 2021 წლის დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] გენერალური დირექტორი იყო. მანამდე მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. მარეგულირებელი კომისია ხუთი წევრისგან შედგება, კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები