მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი დაამტკიცა

63ee13790e1ce
BM.GE
16.02.23 15:27
694
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.

წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (არაუმეტეს 18 თვე) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები