სემეკმა მარეგულირებელ ჰესებს "ხრამჰეს I" და „ხრამჰეს II"-ს ელექტროენერგიის ტარიფი დაუდგინა. დადგენილების მიხედვით სს „ხრამჰესი II“-ის ტარიფი 2026 წლის იანვრიდან 2027 წლის იანვრამდე – 4.259 თეთრი იქნება კვტ/სთ-ზე.
„ხრამჰესი I“-ის შემთხვევაში ტარიფიც 2026 წლის იანვრიდან 2027 წლის იანვრამდე იმოქმედებს და 4.764 თეთრი იქნება კვტ/სთ-ზე.
ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.




























